7-04-2019
რუსული რადიოსადგურის «Эхо Москвы»-ს პროგრამა «Особое мнение»-ში ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა მაქსიმ შევჩენკომ გადაცემის წამყვან ოლღა ბიჩკოვასთან ქართველი რეჟისორისა და სცენარისტის გიორგი დანელიას გარდაცვალებაზე ისაუბრა.
ოლღა ბიჩკოვა: რომელია თქვენთვის ყველაზე საყვარელი ფილმი, გიორგი დანელიას მიერ გადაღებული?
მაქსიმ შევჩენკო: „არ იდარდო“. ეს ყველაზე მშვენიერი ფილმია ჩემთვის, მსოფლიო კინემტოგრაფიიდან საერთოდ. ფილმი ისეთი მსუბუქია, რომ თითქოს ერთი ამოსუნთქვითაა გადაღებული... მელოდიაც ხომ გახსოვთ - „ერთხელ რუსი გენერალი, კავკასიას მიდიოდა, ქართულ მღერას რომ იწყებდა, მეგრულადაც ღიღინებდა“ («Однажды русский генерал, // вдоль Кавказа проезжал // и грузинскую песню // по-мингрельски напевал»). გიორგი დანელიას მიერ არის გადაღებული ძალზე სერიოზული ფილმი „პასპორტი“, რომელიც ასევე ძალიან მომწონს [მისი გადაღება 1987 წელს დაიწყო და 1989-ში დასრულდა]. სამწუხაროდ, „პასპორტის“ გადაღების გამო გიორგი ნიკოლაევიჩი შერისხეს, მას აკრიტიკებდნენ, შემოქმედებით საქმიანობაში აშკარად ხელს უშლიდნენ. მე ახლა, გიორგი დანელიას გარდაცვალების ფონზე, გაოცებული ვარ რუსეთის ხელისუფლებისა და რუსული საზოგადოების თვალთმაქცობით...
ოლღა ბიჩკოვა: რა გაქვთ მხედველობაში?
მაქსიმ შევჩენკო: ერთი მხრივ, რუსეთი ისეთი სახელმწიფოა, სადაც ქართველებს თვითმფრინავებში პირდაპირ „ტვირთავდნენ“ და ქვეყნიდან ისე აძევებდნენ... რუსეთი უკვე მრავალი წელია საქართველოს ჩექმით წიხლავს ისე, როგორც შეუძლია. მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ჩვენთან მტრად არის გამოცხადებული (და იგი ჩემთვისაც მტერია), თვითონ მოსკოვმა დასვა [პრეზიდენტად] - ევგენი პრიმაკოვმა და იგორ ივანოვმა ყველაფერი გააკეთეს, რომ იქ მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო. საქართველოს რა არ გაუკეთეს, ათასნაირად ლანძღავდნენ და ახლა ისე გვაჩვენებენ თავს, რომ თითქოს ძალიან სწუხან გიორგი დანელიას გარდაცვალებაზე. ამ საკითხში მათ არავინ არ დაუჯერებს.
წიარო: «Радио Эхо Москвы» (რუსეთი)