გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამტრედიის რაიონის სოფელ საჯავახოში ნარკოდანაშაულისათვის ერთი პირი დააკავეს

7-04-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ზ.ღ. ნარკოდანაშაულისთვის სამტრედიის რაიონის სოფელ საჯავახოში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე დააკავეს.


დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინის" 15 აბი და რამდენიმე ნატეხი, ასევე, ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" შემცველი სითხე ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031