გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

7-04-2019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დღეს დიღმის მასივში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.


შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვაჟა სირაძემ, მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.


"დიღმის მასივში დღეს ერთ-ერთ კორპუსში სავარაუდოდ მოხდა გაზის აფეთქება. ადგილზე მოხდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მობილიზება, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების და სამაშველო სამსახურის 10 ჯგუფის. ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მიღებული დაზიანებების გამო 7 პირი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებებში. დაიწყო გამოძიება და ინტენსიურად მიმდინარეობს ყველა საგამოძიებო მოქმედება, დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა და გამოძიება დაადგენს აფეთქების გამომწვევ ზუსტ მიზეზებს.
კორპუსიდან მოსახლეობა სრულად ევაკუირებულია და ისინი გადაყვანილი არიან უსაფრთხო ადგილზე. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.


გამოძიება უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა.


დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031