გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
არჩილ თალაკვაძე: "ქართულ ოცნებას" მოსახლეობის ხმა ესმის

7-04-2019

"ქართული ოცნება" თქვენთან ერთად წარვადგენთ ზესტაფონში მერის შუალედურ არჩევნებში კანდიდატს, რომელიც არის განათლებული, პრინციპული, წესიერი ადამიანი, ერთ-ერთი, ვინც სიმართლისათვის ძალიან გრძელი გზა და ძალიან ბევრი გამოიარა“ - ასე წარადგინა უმრავლესობს ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ზესტაფონს მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე.


არჩილ თალაკვაძის თქმით, შუალედური არჩევნები იმის დასტურია, რომ ხელისუფლებას და "ქართულ ოცნებას" ესმის თავისი მოსახლეობის ხმა.


„როდესაც გიორგის ხელი ჩამოვართვი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რისიც ყოველთვის მჯეროდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. არის შეზღუდული გარემო, ჩვენ ყველამ ეს გარემო უნდა გავხსნათ და გავაუმჯობესოთ. თქვენ კარგად იცით რას ნიშნავს ქალაქისთვის კარგი მერი და სწორედ თქვენი ნება-სურვილით ტარდება აქ შუალედური არჩევნები. ეს არჩევნებიც არის ზუსტად იმის დასტური, რომ ხელისუფლებას და "ქართულ ოცნებას" ესმის თავისი მოსახლეობის ხმა, დაკვეთა და ასრულებს იმას, რაც სურს საზოგადოებას.ზუსტად ამისთვის, ჩვენ გვინდა გთხოვოთ, განვაახლოთ ზესტაფონში მანდატი. ავირჩიოთ კიდევ ერთხელ მერი, რომელიც ბოლომდე მიიყვანს დაწყებულ საქმეებს, რაც თქვენ გჭირდებათ. ვიცი, რომ აქ აშენდა არაერთი საბავშვო ბაღი, გაკეთდა სვირისა და როდინაულის გზა, კაპიტალუტად განახლდა სკოლა, გაზიც ბევრ სოფელში და ბევრ ადგილას მიიყვანა ხელისუფლებამ, მაგრამ ისიც ძალიან კარგად მესმის, რომ რჩება კიდევ ძალიან ბევრი ადგილი, სადაც ჩვენ გვაქვს გასაკეთებელი კონკრეტული საქმე. ხელისუფლების ყურადღებას ელოდებიან ადამიანები. სწორედ ამიტომ გვინდა რომ მხარი დაგვიჭიროთ, რათა ერთად გავაკეთოთ ეს საქმეები“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


უმრავლესობის ლიდერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკის სფეროში განხორციელებულ პროექტებზე, ასევე საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებაზე. მისი თქმით, პრემიერ-ნიმისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ წარადგინა უპრეცედენტო პროექტი.
„ქუთაისში კეთდება ახალი მასშტაბური წარმოება, რომელიც ელექტროავტოობილებს გამოუშვებს, რომელიც გავა ექსპორტზე და ჩვენი მოქალაქეებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930