გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის ცემაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

2-02-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
ამის შესახებ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც სიანფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ. 
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ტრანსგენდერი ქალის მიმართ გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ბ.ო.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინა, რომ 2018 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 04:00 საათზე, თბილისში, თამარაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ.ო.-მ გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ.ო.-ს. ბ.ო.-ს მიერ განხორციელებულმა ძალადობამ დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
სამართალდამცველებმა ბ.ო. 2018 წლის 31 იანვარს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ.თბილისში დააკავეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით“- ნათქვამია განცახდებაში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30