გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ შესაძლო ძალადობის საქმეზე შორენა ბეგაშვილს და კიდევ ერთი ქალს გამოკითხავენ

8-04-2019

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტზე, შორენა ბეგაშვილსაც გამოკითხავს. ამის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა ელისო რუხაძემ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.


ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიება ბეგაშვილის გარდა, კიდევ სხვა ქალსაც გამოკითხავს.


„დავით ბაგრატიონი ითხოვდა გარ­კვეული უპირატესობის აღიარებას. ძალადობა იყო ხერხი, მიზანი კი ის, რომ ანას კონკრეტულ დოკუმენტზე მოეწერა ხელი. ძალადობა ხშირი იყო, პირველად 2009 წელს, როცა თვე-ნახევრის დაქორწინებული იყვნენ.

ქალბატონი შორენა ბეგაშვილიც ამბობს, დავით ბაგრატიონი მცემდაო, ეს ყველამ მოისმინა ტელეეკრანიდან. გამოძიება გამოჰკითხავს ბეგაშვილსაც და კიდევ სხვა ქალს, რომელიც ამბობს, რომ დავით ბაგრატიონი მასაც სცემდა. შესაძლოა დავით ბაგრატიონი არა მხოლოდ ანამ, სხვებმაც ამხილონ ძალადობაში. ანა ბაგრატიონს სხეულზე 30-ზე მეტი დაზიანება ჰქონდა, უმოწყალოდ იყო ნაცემი. ჯერ მუშტებით სცემა და წაქცეულს ბოტასით შედგა და წიხლები ურტყა. ძალიან კარგად იცის ბატონმა დავითმა ეს და წასვლით თავის დაძვრენა სცადა,“ - ამბობს ადვოკატი.


კვირის პალიტრა

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930