გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ავთანდილ ხურციძე: მკვლელებსა და კაციჭამიებთან ერთად ვიხდი სასჯელს

8-04-2019

ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე რუსული დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდებით 2017 წლის 8 ივნისს ნიუ-იორკის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, გასული წლის სექტემბერში კი 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.


“ჩაქუჩა” ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ მისი დანაშაულის მტკიცებულება არც ბრალდების მხარეს აქვს და სჯერა, რომ ამერიკულ ციხეში დიდხანს აღარ დარჩება.


ხურციძესთან ჩაწერილ ინტერვიუს გაზეთი “კვირის პალიტრა” ავრცელებს.


"დამნაშავე არა ვარ და არც თავისუფლების იმედი დამიკარგავს. გული იმაზე მწყდება, რომ ჩემს საქმეს “რუსი მაფიოზი” აწერია და ასეც გამასამართლეს, იმის მიუხედავად, რომ პროცესს ოთხი ქართველი თარჯიმანი მითარგმნიდა. მკვლელებსა და კაციჭამიებთან ერთად ვიხდი სასჯელს, მაგრამ კიდევ უფრო მკაცრი რეჟიმის საპატიმროშიც რომ გადამიყვანონ, ვპირდები ქართველ ხალხს, რომ იქაც პირველი ვიქნები ჩემი პატიოსნებით, დისციპლინითა და რეჟიმით",- ამბობს ხურციძე.


მოკრივე ასევე ჰყვება, რომ თუ ბრალს აღიარებდა, სამ წელს მიუსჯიდნენ, 200-ათასიან ჯარიმასა და აშშ-დან დეპორტაციას.


„არასდროს ვყოფილვარ არც "ძველი" და არც "ქუჩის" ბიჭი, სიმართლის, პატიოსნების და ვაჟკაცობისთვის კი გაქანებულ მატარებელს დავეტაკები და ვარ კიდეც დატაკებული. იმ შემთხვევაში, თუ ბრალს ვაღიარებდი, სამ წელს მომისჯიდნენ, 200-ათასიან ჯარიმასა და აშშ-დან დეპორტაციას, მე კი ვითხოვ "დანაშაულის" მტკიცებულებებს, რაც დღემდე არ წარმოუდგენიათ. მოიყვანეს თავიანთი აგენტები, რომლებმაც ცრუჩვენებები მისცეს სასამართლოს. აგენტმა მილმანმა თქვა, თითქოს 2017 წლის 23 აპრილს კაზინოში წავიყვანე­ და "ვეხმარებოდი". არადა, 22 აპრილს ინგლისში ჩემპიონი გავხდი, 23-ში კი თბილისში ჩამოვფრინდი, რაც პასპორტის შტამპითაც დასტურდება. ისიც თქვა, რომ ბრუკლინში რომელიღაც თავშეყრაზე მნახა, მაშინ, როცა იმ დროს სან-ფრანცისკოში ვიყავი და ამას ჩემი მწვრთნელები და სპარინგ-პარტნიორებიც ადასტურებენ. მეორე­ "მოწმეს" ჰკითხეს, ხურციძეს თუ იცნობო?­ ვიცნობო, მაგრამ როცა ჩემი ამოცნობა სთხოვეს, ვერ მიცნო, დარბაზში არ არისო“, - აცხადებს ავთანდილ ხურციძე.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930