გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ღვინის მწარმოებელი 3 კომპანია „პოსტსკრიპტუმში“ გასულ სიუჟტეზე განცხადებას ავრცელებს

8-04-2019

ღვინის მწარმოებელი კომპანიები - „ბოლერო ენდ კომპანი“, „ძმები ასკანელები“ და „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ ერთობლივ განცხადებას ავრველებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ამა წლის 23 მარტს ტელეკომპანია რუსთავი2-ის ეთერში, გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ გავიდა სიუჟეტი, რომლის მიზანიც ჩვენი კომპანიების საქმიანი რეპუტაციის შელახვა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იყო. კერძოდ, სამივე კომპანია იქნა დადანაშაულებული ხორბლის სპირტის შერევით ღვინის სპირტის ფალსიფიცირებასა და ამ ფალსიფიცირებული პროდუქტის ექსპორტში.


აღნიშნულთან დაკავშირებით სრული კატეგორიულობით ვაცხადებთ:

სიუჟეტში დასახელებული სამი კომპანიიდან ორს, „დუგლაძეებს“ და „ძმებ ასკანელებს“ არანაირი შეხება სპირტის იმპორტთან არ ჰქონია და არა აქვს.

„ბოლერო ენდ კომპანის“ გააჩნია ღვინის სპირტის საკმარისი მარაგები, რომელიც დაგროვილია 2006-2013 წლებში. სწორედ ამ მარაგებიდან ხდება უმაღლესი ხარისხის ღვინის სპირტის ექსპორტი (ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში).


აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ჩვენი კომპანიების ექსპორტზე გატანილ პროდუქციას ამოწმებს მიმღები მხარის უმაღლესი კლასისა და უმწიკვლო რეპუტაციის მქონე ლაბორატორიები, რაც თეორიულადაც კი გამორიცხავს ფალსიფიცირებული საქონლის ექსპორტს.


მიუხედავად ამისა რუსთავი2-ის ეთერში გასული სიუჟეტის გამო ჩვენს საქმიანობაში წარმოიშვა მთელი რიგი შემაფერხებელი გარემოებები, რაც უკვე საგრძნობ ზარალს აყენებს ბიზნესს. მავანმა ამ ყალბი სიუჟეტის ტექსტი თარგმნა და მიაწოდა ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რასაც მოჰყვა გაუთვალისწინებელი სირთულეები ჩვენს საქმიანობაში.


ჩვენი კომპანიები ორიენტირებულია არა მხოლოდ კომერციულ მოგებაზე, არამედ ქართული ღვინის და ღვინის პროდუქტების პოპულარიზაციაზე, რასაც ახალ ბაზრებში შეღწევა და დარგის განვითარება მოჰყვება. ზემოაღნიშნული ყალბი სიუჟეტები აზიანებს არა მარტო კონკრეტულად ჩვენი კომპანიების საქმიან რეპუტაციას, არამედ ჩრდილს აყენებს მთელს ქართულ მეღვინეობას.“

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031