გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა

8-04-2019

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული, საჯარო ბიბლიოთეკაში გამართული თემატური ღონისძიებით - ,,9 აპრილიდან 9 აპრილამდე“ გაიხსნა.


,,ჩვენ პატივს მივაგებთ, 9 აპრილს, სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და ამავე დროს, სიამაყით აღვნიშნავთ საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს.


9 აპრილი ერის ისტორიაში დარჩება, როგორც სიმამაცის, ერთიანობის, თავისუფლებისა და თავგანწირვის სიმბოლო“ - აღინიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც შესაბამისი სტრუქტურებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


კვირეულის ფარგლებში, ჟიული შარტავას მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე - ,,მადლობა, თავისუფლებისთვის...“, გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამდე ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, 9 აპრილს, რუსი ჯალათების მიერ უმოწყალოდ დაჩეხილი გოგო-ბიჭები. შეხვედრის მონაწილეებმა მათი გმირობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.


კვირეული, რომლის მიზანია 1989 წლის 9 აპრილს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპული 21 ადამიანის მიმართ მადლიერების გამოხატვა, ხვალ დასრულდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031