გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია "ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანება’’ IUSY-ის პრეზიდიუმს და შავი ზღვის კომიტეტის (BSAC) ერთობლივ კონფერენციას უმასპინძლებს

10-04-2019

11-16 აპრილს, პოლიტიკური გაერთიანება " ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაცია "ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანება’’ IUSY-ის პრეზიდიუმს და შავი ზღვის კომიტეტის (BSAC) ერთობლივ კონფერენციას უმასპინძლებს.


მსგავსი რანგის საერთაშორისო ფორუმს საქართველო პირველად მასპინძლობს.


ორგანიზაციის წევრები 30-ზე მეტი ქვეყნიდან, თბილისში, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე, გამოცდილების გაზიარებასა და კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე იმსჯელებენ.


11-13 აპრილს, კონფერენციის მონაწილეები მთავრობის წევრებს შეხვდებიან. გაიმართება ასევე საორგანიზაციო შეხვედრები. დაგეგმილია საოკუპაციო ხაზის მონახულება.


13-16 აპრილს, მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება დისკუსია თემაზე - ,,ახალგაზრდებისთვის ღირსეული სამუშაო“.


კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.


"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობას ,,საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტები’’ მიიღებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930