გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ქუმსიშვილი: თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარებით 800-ზე მეტი პირდაპირი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება

3-02-2018

თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოში ლოგისტიკური მომსახურების, მათ შორის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარებას, გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს, ასევე წაახალისებს ექსპორტს. ამასთან, ორივე ლოგისტიკურ ცენტრში ჯამურად შეიქმნება 800-ზე მეტი პირდაპირი ახალი სამუშაო ადგილი და ქვეყანა მიიღებს დამატებით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარების პროექტზე შემოსულ განაცხადთა განმხილველი კომისიის პირველი სხდომის შემდეგ გაიმართა.
სხდომაზე გაიხსნა წინადადებათა ხუთი პაკეტი, რომლის თანახმადაც საქართველოს ორ უმსხვილეს ქალაქში ლოგისტიკური ცენტრების განვითარებაზე განაცხადი ხუთმა კომპანიამ შემოიტანა.

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის განვითარებაზე კომისიაში შემოვიდა განაცხადები შემდეგი კომპანიებისგან:
1. China State Construction Engineering Cooperation Ltd (ჩინეთი), Kerry Logistics Network Ltd (ჩინეთი, ჰონკონგი)
2. Kolin Insaat A.S. (თურქეთი)
3. Anaklia Development Consortium (TBC Holdings (საქართველო), Conti Group (აშშ), Egility (ქუვეითი)
4. Medlog S.A. (შვეიცარია)
5. Ltd Murphy Kazbegi LLC (საქართველო), Murphy Shipping and commercial Services Azerbaijan (აზერბაიჯანი)
ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრის განვითარებაზე კომისიაში შემოვიდა განაცხადები შემდეგი კომპანიებისგან:
1. China State Construction Engineering Cooperation Ltd (ჩინეთი), Kerry Logistics Network Ltd (ჩინეთი, ჰონკონგი)
2. Kolin Insaat A.S. (თურქეთი)
3. Anaklia Development Consortium (TBC Holdings (საქართველო), Conti Group (აშშ), Egility (ქუვეითი)

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, განაცხადებში ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, მათ წარმომდგენებს მიეცემათ გონივრული ვადა გამოსასწორებლად.

პირველადი წინადადებების შესწავლის შემდეგ. კომისია ე.წ. „მოკლე სიას“ შეადგენს. მასში შემავალ კომპანიებს დაეგზავნებათ მოთხოვნა წინადადებების წარმოდგენის შესახებ (RFP).

გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება 2018 წლის განმავლობაში. მშენებლობა საინვესტიციო კონტრაქტის ხელმოწერიდან, 18 თვეში უნდა დაიწყოს. თბილისისა დაქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობა 5 წელიწადში უნდა დასრულდეს, თუმცა ცენტრები ფუნქციონირებას პირველივე ეტაპზე, პირველივე წელს უნდა შეუდგნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930