15-04-2019
ისრაელში საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა ბენიამინ ნეთანიაჰუსათვის მხარდაჭერა გამოეხატა და ხელი მოაწერა ბრძანებულებას - აშშ-ის მიერ გოლანის მაღლობების ისრაელის კუთვნილებად აღიარების თაობაზე (ცნობისათვის: გოლანის მაღლობები სირიის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიას წარმოადგენს, რომელიც ისრაელმა 1967 წლის ომის დროს დაიკავა, ანუ ოკუპირება მოახდინა).
როგორც ისრაელის გაზეთ „«הארץ-ჰაარეცი»-ს“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, აშშ-ის პრეზიდენტის გადწყვეტილება წყალს ვლადიმერ პუტინის წისქვილზეც ასხამს. პუბლიკაციის ავტორები - ევან გოსტსმანი და აბე სივესტრეინი - თვლიან, რომ დონალდ ტრამპის განზრახვა სარისკო, ბრიყვულია და მას ცუდი შედეგები მოჰყვება მსოფლიოში.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
"როცა 2008 წლის დასაწყისში აშშ კოსოვოს დამოუკიდებლად აღიარების საკითხს იხილავდა (კოსოვო სერბეთი ნაწილი იყო), რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ თუ აშშ და დასავლეთის რიგი ქვეყნები თავს არ დაანებებდნენ კოსოვოს აღიარებაზე ფიქრს, მაშინ მოსკოვსაც იგივე მიდგომა ექნება მეზობელ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ. მართალია, იმ დროისათვის ბალკანეთში მდებარე კოსოვო, პრინციპში, სერბეთს დე-ფაქტოდ ისედაც ჩამოშორებული იყო, მაგრამ მისი სუვერენიტეტის იურიდიულად აღიარებას პრაქტიკული შედეგი კავკასიაში მოჰყვა: მოსკოვმა კოსოვოს პრეცედენტი არგუმენტად გამოიყენა, როცა 2008 წლის აგვისტოში რუსული ტანკები როკის გვირაბით საქართველოში შეიჭრნენ"-ნათქვამია სტატიაში.