18-04-2019
მაინტერესებს, თუ ვენეციის კომისიას არ გაუგონებდნენ და არ გაიზიარებდნენ მათ შემოთავაზებულ უკეთეს სტანდარტს, რატომ მიმართეს? - განაცხადა თავისუფალმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ დღეს გამართული პლენარული სხდომის შემდეგ.
ბესელიას თქმით, სიცრუეა, თითქოს უმრავლესობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ითვალისწინებს.
„ეს მორიგი შეურაცხყოფა და მორიგი სიცრუეა რომ თითქოს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინეს. ერთადერთი, რაც არის ამ პროექტში ჩასწორებული, არის გამოცდა, რომელზეც ვამბობდით, რომ არ შეიძლება ყოფილიყო, როგორც ბარიერი. ინტერესთა კონფლიქტიც კი არ არის გაზიარებული. მაინტერესებს, თუ ვენეციის კომისიას არ გაუგონებდნენ და არ გაიზიარებდნენ მათ შემოთავაზებულ უკეთეს სტანდარტს, რატომ მიმართეს? რას ნიშნავს, რომ არ ითვალისწინებ არცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რჩევას, არც შიდა მოსახლეობს განწყობას და ასე ჯიქურ იღებ გადაწყვეტილებებს“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
13-01-2025