გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუთაისში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა - მეპატრონის თქმით, ხანძარი განზრახ გაჩენილია

20-04-2019

გუშინ ღამით ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ხანძარი იყო. ერთსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა.


დაშავებული არავინაა, მეპატრონემ სახლიდან გამოსვლა დროულად მოახერხა.


როგორც მეპატრონე ამბობს, ხანძარი განზრახ გაჩენილია, უცნობმა პირმა ეზოში საწვავით სავსე ბოთლები შეაგდო, რამაც ხანძარი გამოიწვია.


"ვაკეთებდი საკუთარ მაგნიტაფონს, შემოვარდა ფანჯრიდან ბოთლი, გასკდა და გაჩნდა ხანძარი" - აცხადებს მეპატრონე.


ადგილზე რამდენიმე სამაშველო და სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.


შსს-მ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031