გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
საქართველოში ვადაგადაცილებული დავალიანება 500 000-ზე მეტ ადამიანს აქვს, სესხის ოდენობა კი 10 მლრდ-ს შეადგენს

4-02-2018

"საკრედიტო ბიუროში არსებული მონაცემებით, ვადაგადაცილებული დავალიანება საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს აქვს. სესხის ოდენობა კი ათ მილიარდ ლარს შეადგენს" - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ განუცხადა.

მისივე თქმით, საკრედიტო ბიუროში, რომელიც კერძო ბიუროა, დაფიქსირებულია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც ვადაგადაცილებული დავალიანება გააჩნიათ.

"საკრედიტო ბიუროში არსებული მონაცემები არის ინდიკატორი, თუ რამდენ ადამიანს აქვს ვადაგადაცილებული დავალიანება. სამწუხაროდ, დიდი ციფრია, ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტია ამ სიაში. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ რაოდენობის შემცირების ტენდენცია მოხდეს", - განაცხადა 0მურთაზ კიკორიამ.
კითხვაზე, თუ რა მოცულობას შეადგენს ფიზიკური პირების მიერ აღებული სესხი, კიკორიამ განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას ათი მილიარდი ლარის სესხი აქვს აღებული.

"ამოცანა სწორედ ის არის, რომ მოსახლეობას მძიმე ტვირთად არ დააწვეს, მათი შემოსავლები საკმარისი იყოს იმისთვის, რომ სესხის მომსახურება შეძლონ. ამ მექანიზმების შექმნაზეა სწორედ საუბარი. თუ მათ შემოსავლები არ აძლევთ საშუალებას, მოემსახურონ ვალებს, ეს რა თქმა უნდა, გამოიწვევს მოსახლეობის გაღატაკებას", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, პარლამენტში მათ შეტანილი აქვთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სესხის გაცემაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობას დაარეგულირებს.

გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით 2017 წელს?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2018    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031