გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
„ჩემგან ვერ გამოგივათ გაბრაზებული მტრის გამოჩარხვა” - გიორგი უძილაური გია ვოლსკის მიმართავს

4-02-2018

„დღეს, ეტყობა, მოდაშია თანამებრძოლის მტრად კურთხევა და მეორეს მხრივ მტრის გვერდში დაყენება, მაგრამ ეს მოდა იმ შედეგს არ მოიტანს რასაც ელოდებით” – „ქართუ ჯგუფის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი უძილაური პარლამენტის ვიცესპიკერს, გია ვოლსკის მიმართავს.

„ეს სტატუსი ეძღვნება ოცნების ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვოლსკის და კიდევ იმ შუაშისტებსა თუ ნაცებს, რომლებმაც ჩემს ბოლო დღეების კრიტიკაში ამოიკითხეს ოცნებაზე გაბრაზება. ანუ, აქამდე არ ვლაპარაკობდი პრობლემებზე და ახლა ავლაპარაკდი.

კონკრეტულად “კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” რომლის კრიტიკაც გაბრაზებად ჩამითვალა დეპუტატმა, ადრეც არაერთხელ გამიკრიტიკებია და გავაკრიტიკებ მანამ, სანამ არ შეცვლის ხელისუფლება და მისი ბოლო ინსტანცია - პარლამენტი, იმიტომ რომ ეს კანონი კორუფციის წყაროა.

მოკლედ, კორუფციაზეც, ოცნებაში გუნდურობის დეფიციტზეც, მოუქნელობაზეც, სახელისუფლო პიარულ შეცდომებზეც, სამთავრობო ჯიპებზეც, კოჰაბიტაციის საფრთხეზე, უნიათობასა და დაუსჯელობის სინდრომზეც ვწერდი მაშინაც, როცა ვიყავი ქართუშიც, 2030-შიც, GDS TV-შიც და კანცელარიაშიც. (ფაქტებად სკრინებსაც გიდებთ 2013-დან იმ 2017-ის აგვისტომდე).


ახლა კი, თქვენ ამიხსენით, ბატონო გია…(თუ არ ვიცი, კიდევ რამდენს გაუჩნდა ოცნებაში ჩემგან გაბრაზებულის და მტრის გამოძერწვის იდეა), ამ სტატუსებს რომ ვწერდი, მაშინ გაბრაზებულად რატომ არ ჩამთვალეთ? მაშინ რატომ არ დამიკომენტეთ? იქნებ ცილს გწამებდით? ან ჩემი თავგასულობით იმ ორგანიზაციებს ვაზარალებდი, სადაც ვმუშაობდი?

დღეს ეტყობა მოდაშია თანამებრძოლის მტრად კურთხევა და მეორეს მხრივ მტრის გვერდში დაყენება, მაგრამ ეს მოდა იმ შედეგს არ მოიტანს რასაც ელოდებით… და პრინციპში ვერც ჩემგან გამოგივათ გაბრაზებული მტრის გამოჩარხვა, ბევრისგან განსხვავებით ჩემს სახელს თანამდებობა არ ქმნის, პირიქით ჩემი თანამდებობა ჩემი სახელია.


კრიტიკის მოსმენა სიძლიერეა, მისი გათვალისწინება კი სიბრძნე, რაც აშკარად არ აწყენდა ოცნებას"- წერს გიორგი უძილაური.




sazogadoeba.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930