გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
აშშ-მ არგენტინაში ჰიტლერის გაქცევის შესახებ საგამოძიებო მასალები გაასაჯაროვა

24-04-2019

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) 1945 წელს ადოლფ ჰიტლერის არგენტინაში გაქცევის ვერსიას განიხილავდა. ამის შესახებ უწყების საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა.


დოკუმენტების თანახმად, ნაციონალ-სოციალისტების ლიდერი, შესაძლოა, წყალქვეშა ნავით არგენტინაში ჩასულიყო და ანდების სამხრეთ ნაწილში დამკვიდრებულიყო. ანონიმური წყაროს ინფორმაციით, ამაში ჰიტლერს არგენტინელი მაღალჩინოსნები დაეხმარნენ.


ჰიტლერის გარდა მოხსენებაში მესამე რაიხიდან გაქცეული კიდევ 50 მაღალჩინოსანი ფიგურირებს. მოხსენება 1945 წლის 21 სექტემბრით თარიღდება, ჰიტლერი კი, წყაროს მტკიცებით, გერმანიიდან ბერლინის დაცემიდან ორი კვირის შემდეგ გაიქცა.


გასაიდუმლოებული მასალები FBI-ის პირველ დირექტორ ედგარ გუვერამდე მივიდა. გუვერის გარდა ამ ინფორმაციას აშშ-ის სამხედრო დაზვერვაც ფლობდა. მათ გამოძიების ხელთ არსებული მასალები არასრულყოფილად ჩათვალეს და ფიურერის ძებნის შეწყვეტის ბრძანება გასცეს.


ოფიციალური ვერსიით, ადოლფ ჰიტლერმა მეუღლე ევა ბრაუნთან ერთად სიცოცხლე თვითმკვლელობით ბერლინში 1945 წლის 30 აპრილს, საბჭოთა ჯარების მიერ გერმანიის დედაქალაქის შტურმის დროს დაასრულა. მათი სხეულები რაიხის კანცელარიის ეზოში დაიწვა.



IMEDINEWS.GE

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930