გაიგე განსხვავებული

კვირა, აპრილი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
უკრაინის პრემიერის თანაშემწე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დააკავეს

21-12-2017

უკრაინის უშიშროების სამსახურმა პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სტანისლავ ეჟოვი ჯაშუშობის ბრალდებთ დააკავა. 
ოპერატიული მონაცემების მიხედვით, პრემიერ ვლადიმირ გროისმანის პროტოკოლის ხელმძღვანელის მოადგილე, სტანისლავ ეჟოვი, რუსულმა სპეცსამსახურებმა ხანგრძლივი მივლინების დროს გადაიბირეს. უწყების ინფორმაციით ის იპარავდა დოკუმენტებს, მოიპოვებდა ინფორმაციას და მას რუსეთს, კურატორის მეშვეობით აწვდიდა. ეჟოვს ბრალი სახელმწიფო ღალატში ედება.ეჟოვი წარსულში მუშაობდა აშშ-ში უკრაინის საელჩოში, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
თანაშემწის დაკავებას უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრემიერი ვლადიმირ გროისმანი. მან „ფეისბუქში“ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა.

წყარო: newposts

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930