გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აფხაზეთის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა

13-02-2019

მიმდინარე წლის 13 თებერვალს აფხაზეთის ა/რ მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. “2018 წლის საქმიანობის შესახებ“ ანგარიშები წარმოადგინეს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის სტრუქტურულმა ერთეულებმა, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება–ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტმა, სსიპ გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტომ. სხდომას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. ანგარიშების მოსმენის შემდეგ გაიმართა დისკუსია კითხვა–პასუხის რეჟიმში. იყო მსჯელობა დევნილთა დასაქმების, მათი სოციალურ–ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების გზების ძიების, სამომავლო გეგმების შესახებ და ა.შ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031