გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულებაში" ცვლილება შევა

29-03-2019

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის  მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი – აფხაზეთის ა/რ კანონის პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ აფხაზეთის ა/რ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“– გააცნო  აფხაზეთის ა/რ ფინანსთა  და ეკონომიკის მინისტრმა  მურმან ფარფალიამ. მოისმინეს აფხაზეთის ა/რ  ფინანსთა და ეკონომიკის  სამინისტროს  სსიპ  გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს ინფორმაცია „ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან მინერალური რესურსების უკანონო მოპოვება – გატანისა და აფხაზეთის სანაპირო ზოლის ეკოსისტემის შენარჩუნებისათვის პრევენციულ ღონისძიებათა შესახებ.“ მოწონებულ იქნა აფხაზეთის ა/რ  მთავრობის დადგენილების პროექტი „აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.“

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930