გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება

26-04-2019

არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა უვადო პატიმრობით დაისჯება. სახელმწიფო სქესობრივი დანაშაულებისთვის კანონს ამკაცრებს. ცვლილებებს პარლამენტი სასესიო ფორმატში განიხილავს.


კანონპროექტის მიხედვით, მოძალადეებს აეკრძალებათ მიახლოება 30 მეტრის რადიუსში სკოლებთან და ბაღებთან. მეტი კონტროლისთვის კი სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა შეიქმნება.


ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირს უფლებები ჩამოერთმევა ხუთ წლამდე ვადით, მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ხუთიდან ათ წლამდე ვადით, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ათიდან 15 წლამდე ვადით დაისჯება.

"არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის კუთხით ინიციატივები არის ნამდვილად მისასალმებელი. ჩვენ ვხედავთ, რამდენად შემაძრწუნებელი ფაქტები ხდება, რამაც გამოიწვია ჩვენი აღშფოთება. ეს კანონი ამკაცრებს სანქციებს და შემოაქვს დამატებითი შეზღუდვები პრევენციული კუთხითაც", - აღნიშნავს პარლამენტის წევრი, ნინო წილოსანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031