გაიგე განსხვავებული

კვირა, აპრილი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
„ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთავარ პროკურატურასთან აქციას მართავენ

21-12-2017

„ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთავარ პროკურატურასთან აქციას მართავენ.დაზარალებულების მთავარი მოთხოვნა საქმის დროული გამოძიება მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომაა.
„მოთხოვნად კვლავ რჩება შოთაძის გადადგომა. მთავარ პროკურატურას არ სურს დამნაშავეების დადგენა და მათი პასუხისგებაში მიცემა. წინა კვირას მოხდა სასწაული. „ბავშვთა სამყაროს“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მაჭავარიანი, რომელიც პასუხისგებაშია მიცემული და შპს „კალმარის“ დირექტორი, აიძულებდნენ დაზარალებულებს, რომ მოეწერათ ხელი განცხადებაზე, რომლის შინაარსია - „ვადასტურებთ, ბავშვთა სამყაროს“ დირექტორის და „კალმარის“ მიმართ არ გვექნება პრეტენზია არც ნივთების მოუძიებლობაზე და არც მოძიებული ნივთების იდენტიფიცირებაზე“ - აღნიშნა დაზარალებულების ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა.

წყარო: newposts

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930