გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქეთი ხუციშვილი: ის, რაც ბოლო ხანებში ხდება, გასაგებია ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის, განსაკუთრებით პრობლემური - მოსამართლების უვადოდ დანიშვნის პროცესი

26-04-2019

"როდესაც დადებით მხარეებზეა საუბარი, ეს არის ძირითადად საქართველოს მსვლელობა ევროინტეგრაციის გზაზე და მცდელობა, რომ ნატოს წევრობას მიუახლოვდეს", - განაცხადა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ხელმძღვანელმა, ქეთი ხუციშვილმა, ვაშინგტონში, მარშალის ფონდის და ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე.


ამასთან, მისი თქმით, ამერიკელი პარტნიორებისთვის გასაგებია ბოლო ხანებში მიმდინარე პროცესებიც.


"ის, რაც ბოლო ხანებში ხდება, ასევე გასაგებია ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის, განსაკუთრებით პრობლემური - მოსამართლების უვადოდ დანიშვნის მთელი ეს დიდი პროცესი", - განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.


მარშალის ფონდის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ქვეყნის პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე. დისკუსიაში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.


შეხვედრაზე საქართველოში მიღწეულ პროგრესსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. განხილვის მთავარი თემები სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმები, საარჩევნო სისტემა და მედიაგარემოს შეფასება იყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031