გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ გარანტირებული განადგურებისგან 8500 ჰექტარზე მეტი ფართობი დაიცვა

29-04-2019

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ კახეთის რეგიონში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ინტენსიური გამოყენებით 85 კმ2 მდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა რისთვისაც სისტემამ 190-მდე რაკეტა გაისროლა.


გარანტირებული განადგურებისგან დაცული იქნა 8500 ჰექტარზე მეტი ფართობი.


ვენტრის ინფორმაციით, დღის მეორე ნახევრიდან რეგიონში ფრონტალური ღრუბლის მასები ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებიდან შემოვიდა და ეტაპობრივად მოიცვა კახეთის ხუთი რაიონი. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 20 მმ იყო.


სეტყვასაშიშ პროცესებს თან ერთვოდა ძლიერი ქარი, განსაკუთრებით კი თელევის და ყვარლის რაიონში სადაც ქარმა ვენახი და ხეხილის ნარგავები დააზიანა.


დამუშავების პროცესს თან ერთვოდა შეზღუდვები დასახლებული პუნქტების მიმართულებით სროლისთვის აკრძალული ზონების სახით, საგარეჯოს რაიონში კი ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო სროლები მნიშვნელოვნად შეიზღუდა.


აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ 14:30 საათიდან 17:40 საათამდე ახმეტის, საგარეჯოს, თელავის, გურჯაანის და ყვარლის რაიონებში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თავზე სეტყვასაშიში ნალექის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა.


ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა ხუთივე რაიონში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თავზე წვიმის და წვრილი სეტყვის სახით სახით ჩამოიცალა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930