გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
"არ ვარ ნაციონალი და არც არასდროს ვყოფილვარ, ვიღაც რომ ღამე მიჰყავდათ და ქონების გადაფორმებაზე ხელს აწერინებდნენ, ასეთი ინფორმაცია ჩემამდე არ მოსულა"

5-02-2018

ტელეჟურნალისტების ცნობილმა წყვილმა, აკაკი გოგიჩაიშვილმა და ნინო ხაჟომიამ „რუსთავი 2“ დატოვეს. აკაკიმ ახალი სამსახური უკვე იპოვა, ნინო კი ეძებს. 

20 წლიანი მუშაობის შემდეგ „რუსთავი 2“-დან წამოსულმა აკაკი გოგიჩაიშვილმა, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ნიკა გვარამიასთან ურთიერთობის დეტალებზე ალაპარაკდა. გოგიჩაიშვილის პოსტმა ნიკა გვარამია გააღიზიანა. 
არხზე არსებული კონფლიქტების შესახებ, აკაკი გოგიჩაიშვილმა ვრცელი ინტერვიუ მისცა: 

- „რუსთავი 2“-ზე რომ სიტუაცია გაფუჭდა, სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, არაერთი კონფლიქტი მქონდა ადმინისტრაციასთან, მაგრამ როცა მივხვდი რომ აზრი არ ჰქონდა, შეგუება გამიჭირდა. 

- 

მაგალითად რაში ერეოდა ხელმძღვანელობა?
- მეუბნებოდნენ ასეთი არ გვინდა, ან ეს თემა საერთოდ არ გვინდაო. სანამ იქამდე მივიდოდით, რომ დაევალებინათ, რა უნდა გამეკეთებინა, ჩავთვალე, რომ ჩემი გზა უნდა მეპოვა. დიდად არ მიძებნია, რადგან ამ ბაზარზე დიდი არჩევანი არც არის, „რუსთავი 2“-ის ალტერნატივა, თავის სიდიდით და რეიტინგით „იმედი“ ჩემთვის მიუღებელია. რა მნიშვნელობა აქვს, ხელისუფლების მხარეს იქნება არხი გადახრილი, თუ რომელიმე პარტიის გემოვნების მხარეს. რომ გამოჩნდა „იბერია“, პირველივე მომენტიდან დავთანხმდი. 

- ამ ტელევიზიაში სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში მუშაობდით და მაშინ არ გვახსოვს თქვენი პროტესტი.
- მაშინ ასეთი სიტუაცია არ ყოფილა. კრიტიკული თემები იშვიათად მოდიოდა ჩვენამდე, მერე აღმოჩნდა რომ ბიზნესზე ზეწოლა იყო, მაგრამ თავად ბიზნესმენები ამის შესახებ ჩვენთან არ ლაპარაკობდნენ. ჩვენ თუ რამეს გავიგებდით, ვუკავშირდებოდით, მაგრამ უარყოფდნენ, გვთხოვდნენ არაფერი გვეთქვა. 

კრიტიკულ სიუჟეტებს მაშინაც ვაკეთებდით, ვამბობდით, რომ სადღაც სიღარიბე იყო, პრობლემა იყო, მაგრამ ვიღაც რომ ღამე მიჰყავდათ და ქონების გადაფორმებაზე ხელს აწერინებდნენ, ასეთი ინფორმაცია ჩემამდე არ მოსულა. 

- გვარამიაზე წერთ, არ მესმის, ხან დირექტორია, ხან პოლიტიკოსი, ხანაც არხის მთავარი მელომანი თუ ქვეყნის გურმანიო. ნიჭიერი თუ არის და ეს ყველაფერი კარგად გამოსდის , რას ერჩით იყოს...

- შეიძლება კარგი სპორტსმენიც იყოს და ა.შ. მაგრამ ამ შემთხვევაში ის არხის მენეჯერია და ეს უნდა გაითავისოს. როცა ამ დროს გამოდიხარ პოლიტიკური განცხადებებით და გარკვეული მიმართულებით, შენ დარტყმის ქვეშ აყენებ მთელ არხს და ყველა ჟურნალისტს. არხი ასოცირდებოდა ნაციონალებთან. მე კი არ ვარ ნაციონალი, არც არასდროს ვყოფილვარ, არც მათი მხარდამჭერი ვარ.



reitingi.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930