გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის მერია მშენებლობებზე უსაფრთხოების ნორმების შემოწმებას იწყებს

1-05-2019

დედაქალაქის მერია სამშენებლო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ნორმების შემოწმებას იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, ნორმების გამკაცრება სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მნიშვნელოვანია.


„ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო გავამკაცროთ ჩვენი მიდგომები და დამოკიდებულება სამშენებლო ობიექტებზე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება. ამ მიმართულებით, გასულ წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ - გავამკაცრეთ რეგულაციები, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ აუცილებელია, კიდევ უფრო მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ. აუცილებელია, ე.წ. რეიდების ჩატარება, რომ ყველასთვის მოულოდნელი იყოს იქ მისვლა და გადამოწმება, რათა ყველამ გაითავისოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სიცოცხლე. ეს უნდა გაითავისოს, როგორც დამსაქმებელმა და დამკვეთმა, ასევე იმ ადამიანებმა, რომლებიც სამშენებლო ობიექტებზე არიან დასაქმებული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.


კახა კალაძემ მერის მოადგილეს დაავალა, ე.წ. რეიდების ჩატარება მთელი ქალაქის მასშტაბით, მეტი სიხშირით განახორციელონ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930