გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კრწანისის ტყე-პარკში „ველური ბუნების ეროვნული სააგენტო“ დაფუძნდება

1-05-2019

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინიატრმა, მამუკა ბახტაძემ მიმართა. პროგრამის პრეზენტაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარმოადგინა.


მამუკა ბახტაძემ, სიტყვით გამოსვლისას, მწვანე ეკონომიკაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ბიომრავალფეროვნების დაცვასა და უნიკალური სახეობების აღდგენის მნიშვნელობას.


„დღეს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. ეს იქნება პროექტი, რომლითაც, დარწმუნებული ვარ, იამაყებს არა მარტო ჩვენი თაობა, არამედ მომავალი თაობები. ჩვენ ვიწყებთ კრწანისის ტყე-პარკის აღდგენას და მის განვითარებას. ჩვენ აქ შევქმნით ნამდვილ ცოცხალ მუზეუმს“, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.


ლევან დავითაშვილმა ბიომრავალფეროვნების დაცვის პროგრამის ფარგლებში შექმნილი ველური ბუნების სააგენტოს ძირითად ფუნქციებზე გაამახვილა ყურადღება. სააგენტოს მთავარი ფუნქცია, ბუნებაში აღწარმოების მიზნით, ადგილობრივი ფლორასა და ფაუნის მონიტორინგის გაწევა იქნება.


„ჩვენი მთავრობის მიერ პრიორიტეტად გამოცხადებული „მწვანე ეკონომიკის“ სტრატეგიის ფარგლებში აქ დაფუძნდება „ველური ბუნების ეროვნული სააგენტო“, რომელიცა ქვეყნის მასშტაბით ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიმართულებით უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებს განახორციელებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.


ღონისძიების ფარგლებში, კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ადგილობრივი იშვიათი ფრინველი „კოლხური ხოხობი" გაუშვეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930