გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოსო მანჯავიძე: ერთ რამეს ვურჩევდი რესპუბლიკელებს, ძალიან ზედმეტადაც ნუ შეეცდებიან სიყვარულისა და ყურადღების ასეთი ფორმით მოხვეჭას

2-05-2019

"წავიკითხე ხათუნა სამნიძისა და დავით ბერძენიშვილის წერილები პატრიარქის ეპისტოლესთან დაკავშირებით" - წერს საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე პოლიტიკოსი სოსო მანჯავიძე.


"საერთოდ,რესპუბლიკელების დამახასიათებელი თვისებაა,რომ თავს სხვებზე ინტელექტუალურებად და პროგრესულებად თვლიან.
ასეთ რამეში ხშირად დააჯერებენ ხოლმე ერთმანეთს ისეთი ტიპის ადამიანები,რომლებსაც არა აქვთ რწმენა, თვითკრიტიკის უნარი,სინანული და ამის შედეგად, საშინელ ამპარტავნებაში ვარდებიან.
ეს ამპარტავნება კიდევ უფრო საშიშ ფორმებს იღებს,თუ ასეთი მებრძოლი ათეისტები პარტიად ერთიანდებიან.
ასეთი პარტიის წევრები ღრმად არიან დარწმუნებულები,რომ ქვეყნის მოსახლეობა მათი ღირსი არ არის,რადგან სათანადოდ ვერ აფასებს მათ ბუმბერაზობასა და სიდიადეს.
ამიტომ თუ მოსახლეობის 2% აძლევს მათ ხმას,ეს ნიშნავს,რომ დანარჩენები ჩამორჩენილი და არაპროგრესული ადამიანები არიან.
შესაბამისად,ყველაფერი ის ,რასაც ეს ხალხი პატივს ცემს და საკუთარი იდენტობის საყრდენად მიიჩნევს,მათ საშინელ სიძულვილს იმსახურებს.
ამიტომ ბუნებრივია,რომ პატივცემულ რესპუბლიკელებზე პატრიარქი და მისი რეიტინგი ისე მოქმედებს,როგორც ჭინკებზე-საკმევლის სურნელება.
სძულთ და ლანძღავენ მას,როგორც შეუძლიათ,რადგან ამ "ჩამორჩენილ" ქართველებს პატრიარქი უყვართ,ხოლო რესპუბლიკელები-არა.
ანუ სიყვარული აკლიათ და ყურადღებას ითხოვენ.
ერთ რამეს ვურჩევდი მათ,ძალიან ზედმეტადაც ნუ შეეცდებიან სიყვარულისა და ყურადღების ასეთი ფორმით მოხვეჭას,რადგან ხშირად ასეთ ყურადღებას მეტად უხეში ფორმებით ღებულობს ხოლმე "ჩამორჩენილი" ხალხისაგან აბეზარი მთხოვნელი.
მერე გვიანღა არ იყოს თითზე კბენანი" - წერს მანჯავიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930