გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმში 13 წლის გოგოს ეძებენ

2-05-2019

ბათუმში პოლიცია 13 წლის გოგონას ეძებს. ის ოთხშაბათს სახლიდან სკოლაში წავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.


ოთხშაბათს, დილით, ქეთი მხეიძე სახლიდან სკოლაში წავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. მოზარდის მშობლებმა პოლიციას უკვე მიმართეს.


„მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. სისხლის სამართლის საქმე ჯერ აღძრული არ არის", - იუწყება Новости Грузия შსს-ს პრეს-სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით.


გოგონას ნათესავების განცხადებით, გოგონა ბოლოს ოთხშაბათს, დილით, №13-ე საჯარო სკოლასთან დაინახეს. ქეთის ეცვა წითელი ტყავის ქურთუკი და შავი შარვალი. მათ, ვინც გოგონას შესახებ რაიმე ინფორმაციას ფლობს, თხოვენ დაუკავშირდნენ ნომერზე +995 577 21 04 43.



sputnik-georgia.com

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2019    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031