2-05-2019
პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შს მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა.
გახარიას თქმით, ეს იყო შეცდომა, რომლის გამოსასწორებლად ყველაფერი კეთდება და უახლოეს პერიოდში ყველა დაინახავს, როგორ გამოსავალს ნახავს მთავრობა ამ საკითხთან დაკავშირებით.
„მინდა აბსოლუტური პასუხისმგებლობით გითხრათ რომ შსს-ს და სუს-ს შორის თანამშრომლობა დღეის მდგომარეობით არის ეფექტური, პოზიტიური და ბოლო წლების განმავლობაში საუკეთესო. აქ ვერავინ ვერ შეძლებს რაღაც ბზარების გაჩენას და ვერავინ ვერ შეძლებს რომ ჩვენ რაღაც დაბრალება დავიწყოთ ერთმანეთზე. ჩვენ ყველას გვაქვს თავისი ფუნქციები, რომლებსაც ვასრულებთ. იმ შემთხვევაში ჩვენი ერთი უწყების შეცდომას პირდაპირი ზემოქმედება აქვს მეორე უწყების ეფექტურ მუშაობაზე და პირიქით. ამიტომ ისევე როგორც პანკისის ნაწილში, მე გამოვაცხადე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ როგორ ჩანს არასრული ანალიტიკა იყო გაკეთებული. როგორც ჩანს ჩვენს მიერაც, პირადად ჩემს მიერაც არასრულად იყო დასკვნები გაკეთებული იმ რისკების შეფასებისთვის რაც შეიძლება იქ ყოფილიყო. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საერთო. ისევე როგორც, ყველა შესაბამის უწყებას თავისი კომპეტენცია ჰქონდა და ყველა თავის კომპეტენციის ფარგლებში ფარავდა იმ რისკებს რომლებიც გააჩნია. ამიტომ ჩვენ დღეს არავინ არ გადავანაწილებთ ამ პასუხისმგებლობას ერთმანეთზე. ვამბობთ რომ ეს იყო შეცდომა. არა საკმარისი ანალიტიკური მუშაობის შედეგად ყველა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში და ეს შეცდომა არის გამოსასწორებელი. რასაც ახლა ვაკეთებთ. კოლეგებს, რომლებსაც აინტერესებთ, როგორ გამოსავალს ვნახავთ, უახლოეს პერიოდში ამასაც დაინახავენ “-განაცხადა გიორგი გახარიამ.
13-01-2025