საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
1-ელ მაისს საქართველოს პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე ვენეციის კომისიამ დასკვნა 16 აპრილს გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია ხუთ ძირითად რეკომენდაციას გამოყოფს. მათ შორის, უნდა გადაიხედოს არამოსამართლე კანდიდატებისთვის გამოცდის ჩაბარების აუცილებლობა, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად არის კანდიდატი, გამორიცხული უნდა იყოს კანდიდატების შერჩევა-ნომინირების ყველა პროცედურისგან.