გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში მხუთავი აირით 4 არასრულწლოვანი მოიწამლა

2-05-2019

თბილისში მხუთავი აირის დაგროვებით 4 არასრულწლოვანი მოიწამლა. ბავშვები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.


შემთხვევა ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოხდა, სადაც იორდანელების ოჯახი რამდენიმე კვირაა ქირით ცხოვრობს.


ოჯახი ტრაგედიას გადაურჩა. სახლში მხუთავი აირის დაგროვება კი სავარაუდოდ, არასწორად დამონტაჟებულმა წყლის გამათბობელმა გამოიწვია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.



rustavi2.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031