გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია რამდენიმე ეტაპად ტარდება

3-05-2019

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ.ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ.


ვადის ამოწურვის შემდეგ აბიტურიენტებს მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა ექნებათ.


ასევე 7 მაისის 18:00 საათამდე ექნებათ ტესტის ტიპის შეცვლის საშუალება საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილე კანდიდატებსაც.


ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. მესამე ეტაპი აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღეს დასრულდება და ამის შემდეგ აბიტურიენტები განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანენ.


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ყველა აბიტურიენტს, გაითვალისწინოს ვადები და საგამოცდო პროცედურები, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე: www.naec.ge


წინასაგამოცდო პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება საინფორმაციო შეხვედრები. ღია კარის დღეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.
2019 წლის გამოცდებისათვის დარეგისტრირებული აპლიკანტები:


• ერთიანი ეროვნული გამოცდები - 41 000 - მდე აბიტურიენტი;

• საერთო სამაგისტრო გამოცდა - 12 000 - მდე კანდიდატი;

• სტუდენტთა საგრანტო კონკურსი - 4 600 - მდე სტუდენტი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930