გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ჯაში: საუნივერსიტეტო და სამეცნიერო სივრცეში გამართული საერთაშორისო კონფერენციები არის უაღრესად მნიშვნელოვანი

3-05-2019

განათლების, მეცნიერებისა და ლიტერატურის საკითხებზე შავი ზღვის უნივერსიტეტში გამართული მეცხრე საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, მისასალმებელი სიტყვით გახსნა.


ორდღიანი კონფერენციის თემებს წარმოადგენს: განათლების ფილოსოფია, საკლასო ოთახის მენეჯმენტი, განათლების ფსიქოლოგია, ლინგვისტიკა, განათლების ტექნოლოგია, დისტანციური განათლება, მობილური სწავლება, ენების პროგრამების ევოლუცია.


"კონფერენციაში მონაწილეობენ მეცნიერები და პრაქტიკოსები 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ბუნებრივია, საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოების კუთხით, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო სივრცეში მსგავსი ღონისძიებები არის უაღრესად მნიშვნელოვანი. მისასალმებელია, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტის ავტორიზაციასთან დაკავშირებული საკითხი გადაჭრილია. ჩვენ ვაგრძელებთ წარმატებულ თანამშრომლობას აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელთან", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031