გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს უნივერსიტეტებში გაცემული დიპლომები ევროკავშირში იქნება აღიარებული

3-05-2019

საქართველოს უნივერსიტეტებში გაცემული დიპლომები იქნება აღიარებული და ვალიდური ევროკავშირში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ევროპულ ასოციაციაში გაწევრიანებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ENQA-ში გაწევრიანებით საქართველომ ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი განათლების სტანდარტი იყოს ძალიან მაღალი. პრემიერმა აღნიშნულ ფაქტს ისტორიული უწოდა.


"საქართველომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და პრინციპული ნაბიჯი გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ დავუახლოვდით ჩვენს ევროპულ ოჯახს, ჩემი გადასახედიდან ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებაში და ეს არის განათლება. რამდენიმე დღის წინ, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გაწევრიანდება ENQA -ში. ეს არის უდიდესი წარმატება. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიული მოვლენა ჩვენთვის, ჩვენი განათლების სისტემისთვის, განსაკუთრებით იმ ახალი ეროვნული იდეის ფონზე, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, რომ სწორედ განათლება არის მთავარი მამოძრავებელი ძალა საქართველოსთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტმა.


როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საქართველოს ექნება ყველა პრაქტიკული მექანიზმი იმისთვის, რომ უმაღლესი სასწავლებლები აკმაყოფილებდნენ ყველა კრიტერიუმს. პრემიერ-მინისტრმა ENQA-ში გაწევრიანებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპელ მეგობრებსა და ყველა იმ ადამიანს ვინც ჩართული იყო ამ საქმეში.


მამუკა ბახტაძის თქმით, მომავალ თვეებში მთავრობა ინტენსიურად იმუშავებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებთან კონკრეტული სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930