გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ქართული მარში“ პარლამენტში ინიციატივით შედის და მოითხოვს, ნარკორეალიზატორისთვის სასჯელი უვადო პატიმრობით განისაზღვროს

5-02-2018

„ქართული მარში“ მოითხოვს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის

თავში სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 პუნქტში შევიდეს ცვლილებები და დანამატები და ნარკორეალიზატორისთვის სასჯელი განისაზღვროს უვადო პატიმრობით, ნაცვლად დღეს არსებული სასჯელისა, რომელიც 6-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ ლიდერებმა ამის შესახებ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადეს.

ნარკოპოლიტიკის შესახებ მედიასთან გაჟღერებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შემდეგ „ქართული მარშის“ ლიდერები ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ და პარლამენტისაგან ზემოთხსენებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვეს.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031