გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლადო კახაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს

6-05-2019

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან კარდაკარ შეხვედრებს აგრძელებს. მმართველი გუნდის კანდიდატი ამჯერად ჭავჭავაძის გამზირის, ინგოროყვასა და ვეძინის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.


ლადო კახაძემ ამომრჩევლებს დეტალურად გააცნო საკუთარი პროგრამა, ისაუბრა ისეთ კონკრეტულ პრიორიტეტებზე, როგორიცაა საყოველთაო დაზღვევის ლიმიტების ზრდა და ამორტიზებული შენობებისა და საცხოვრისების უმოკლეს პერიოდში რეაბილიტაცია. შეხვედრის დროს მოსახლეობის მხრიდან დაისვა რამდენიმე კონკრეტული საკითხი, მათ შორის ახალი ლიფტების თანამონაწილეობით დამონტაჟება და სათამაშო მოედნის რეაბილიტაცია, რაზეც ამომრჩეველმა ლადო კახაძისგან მიიღო პირობა, რომ ყველა პრობლემა უმოკლეს ვადაში გადაიჭრება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930