გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვარშავაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ოფიციალური დახვედრის ცერემონიით დაიწყო

7-05-2019

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დღეს ვარშავაში პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო.


ცერემონიის ფარგლებში შესრულდა საქართველოსა და პოლონეთის სახელმწიფო ჰიმნები.


სალომე ზურაბიშვილმა და ანდჟეი დუდამ ერთმანეთს თანმხლები ოფიციალური პირები წარუდგინეს.


საქართველოს პრეზიდენტი პოლონურ ენაზე მიესალმა საპატიო ყარაულის ჯარისკაცებს და პატივი მიაგო სამხედრო დროშას.


დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა პირისპირ მოლაპარაკებები გამართეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930