გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სვანიძე: ხიბულაში გათვალისწინებულია ტაძრის კარიბჭისა და ავტოსადგომის მშენებლობაც

7-05-2019

"სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე სამნავიანი ეკლესია აშენდება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროექტის არქიტექტორმა, დავით სვანიძემ განუცხადა.


"სამნავიანი ტაძარი სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. საკმაოდ კარგი ხედია. მოეწყობა ტერასა, რომლის ქვემოთ განთავსდება სამრევლო, სახლი, სკოლა, ინფრასტრუქტურული ნაწილი, რაც პროექტს ახლავს. გათვალისწინებულია ტაძრის კარიბჭისა და ავტოსადგომის მშენებლობაც. ეს ყველაფერი ჩაწერილი იქნება ერთიან განაშენიანებაში. მოეწყობა დასასვენებელი პარკი და ერთიანი დიდი ანსამბლი იქნება. წარმოდგენილია შესაბამისი ესკიზები, როგორი უნდა იყოს საბოლოო ჯამში", - განაცხადა დავით სვანიძემ.


მისივე თქმით, გრუნტის დაძიებითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და მშენებლობა უახლოეს ხანებში დაიწყება.


ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და ეკლესიის მშენებლობის პროექტს დღეს სოფელ ძველ ხიბულაში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ფონდ "ქართუს"გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად გაეცნო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031