გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ მახარობლიძე: სამართლებრივად ლევან მურუსიძეს ვერაფერში შევედავებით

7-05-2019

ეს არის პოლიტიკური დევნა ლევან მურუსიძის მიმართ. გირგვლიანის საქმის პერსონიფიცირება მოხდა მხოლოდ ლევან მურუსიძეზე და ერთ ინსტანციაზე, რაც არასწორია - ამის შესახებ დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე, სამართალმცოდნემ, თამარ მახარობლიძემ განაცხადა.


შეხვედრის ფარგლებში მოსამართლეები და იურისტები სასამართლოს საქმიანობის შეფასების სტანდარტებს განიხილავდნენ.


თამარ მახარობლიძის თქმით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ლევან მურუსიძეს სხვაგარი გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.


"დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტის მხარდაჭერით გაიმართა მრგვალი მაგიდა - სამართლებრივი დიალოგი მოსამართლის საქმიანობის შეფასების სტანდარტების შესახებ. ამ ფორმატში განხილული იყო ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე, რომელიც უკავშირდება ლევან მურუსიძეს, რომელიც იყო უზენაეს სასამართლოში ამ საქმის განმხილველი მოსამართლე. მრგვალი მაგიდის ფარგლებში მოხდა ყველა იმ სადავო საკითხის მიმართ სამართლებრივი მსჯელობა, რომელიც ამ საქმეში არსებობს, რის საფუძველზეც ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და სამართლებრივად ლევან მურუსიძეს ვერაფერში შევედავებით" - განაცხადა თამარ მახარობლიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031