გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სადახლოზე 11,409,99 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

7-05-2019

3 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის კ.ტ-ს, მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას, სპეციალურად მოწყობილი სამალავში, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები აღმოაჩინეს.


შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 11,409,99 ლარი შეადგინა.


საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10-ე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 11409,99 ლარის ოდენობით შეეფარდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031