გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლავრენტი მაღლაკელიძე: ყოფილი ხელისუფლების დროს კანონში განხორციელდა ცვლილებები, რათა გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ბრალდებულებს მსუბუქი სასჯელი მიეღოთ

7-05-2019

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლავრენტი მაღლაკელიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს სანდრო გირგვლიანის საქმის სააპელაციო სასამართლოში დამატებით გამოძიებისთვის დაბრუნების საშუალება არ ჰქონდა.


ამის შესახებ მან თსუში, მრგვალი მაგიდის – ,,სამართლებრივი დიალოგი – მოსამართლის საქმიანობის შეფასების სტანდარტები" ფორმატში საუბრისას განაცხადა.

მაღლაკელიძის თქმით, საქმის განხილვის დროს რა ნორმებიც მოქმედებს, იმ ნორმებით ხელმძღვანელობს სასამართლო.


ლავრენტი მაღლაკელიძემ განმარტა, თუ რა ცვლილებები განხორციელდა კანონში ყოფილი ხელისუფლების დროს , რათა, მისი თქმით, გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ბრალდებულებს მსუბუქი სასჯელი მიეღოთ.


"2006 წელს, ფაქტობრივად, ყველა საკანონმდებლო დონეზე განხორციელდა ისეთი არნახული ცვლილებები, რომლებიც თითქოს და არ იყო ამ საქმესთან დაკავშირებული, მაგრამ, როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, ეს სწორედ გირგვლიანის საქმეს უკავშირდებოდა.


ერთ-ერთი ასეთი შესწორება განხორციელდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რა დროსაც მთელი თავი იქნა ამოღებული საპროცესო კოდექსიდან - ეს არის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საკითხი, ეს თავი დამატებით გამოძიებაში სისხლის სამართლის საქმის დაბრუნების საშუალებას იძლეოდა. შესაბამისი მუხლი ამოღებული იქნა 2006 წლის აპრილში, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა მოხდა იმავე წლის იანვარში... ფაქტობრივად პირველმა ინსტანციამ საქმის განხილვა დაასრულა ცხრა დღეში, როდესაც სააპელაციო სასამართლოში წავიდა საქმე , დაზარალებულ მხარეს არ ჰქონდა საჩივარი წარდგენილი, მხოლოდ პროკურორს...ამის შემდეგ საქმე გადაეცა საკასაციო სასამართლოს ვინაიდან ზემოთ ნახსენები კანონი უკვე მიღებული იყო საკასაციო პალატამ,იხელმძღვანელა იმ სამართლებრივი ნორმებით რაც მაშინ არსებობდა და მიიღო ის გადაწყვეტილება რაც მიიღო. უზენაეს სასამართლოს გირგვლიანის საქმის სააპელაციო სასამართლოში დამატებით გამოძიებისთვის დაბრუნების საშუალება არ ჰქონდა", - განაცხადა მაღლაკელიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930