გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტარიელ კაკაბაძე: ჩემი აზრით, წინა ხელისუფლების დროსაც ყველაზე ცუდი არის ის, რომ ხდებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მტკიცებულებების გარეშე

7-05-2019

"გირგვლიანის საქმეზე ძირითადი კრიტიკის ობიექტი უნდა გამხდარიყო პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოები და ნაკლებად უზენაესი სასამართლო", - ამის შესახებ ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ თსუ-ში გამართულ სამართლებლივ დიალოგზე განაცხადა. შეხვედრა მოსამართლეების საქმიანობის შეფასების სტანდარტებს შეეხებოდა.


"აქ უფრო მეტი კრიტიკა უნდა ყოფილიყო პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებზე, რომლებმაც არა თუ არ გააკეთეს ის რაც შეეძლოთ, არამედ არ გააკეთეს ის, რისი ვალდებულებაც ჰქონდათ. მოკლედ, რომ ვთქვათ, მათ არასწორი გადაწყვეტილებები მიიღეს. მურუსიძეს რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა. ჩემი აზრით, წინა ხელისუფლების დროსაც ყველაზე ცუდი არის ის, რომ ხდებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მტკიცებულებების გარეშე ისე, რომ ხშირად არც კი ხდება რეალურ მტკიცებულებაზე მითითება, რომლითაც დასტურდება, რომ კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა დანაშაული", - განაცხადა კაკაბაძემ

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930