გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება

7-05-2019

ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით დასმულ კითხვას.


„დღეს საქართველოში ჩვენ გვაქვს თავისუფლება. თქვენ არავინ არაფერს გიზღუდავთ და ამის ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, თუნდაც, ბოლო დღეების სიუჟეტები“- აღნიშნა კალაძემ.


კალაძის თქმით, აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით ინფრომაცია არ აქვს.


„სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვიცი, რა სარჩელზეა ლაპარაკი. დღეს საქართველოში ჩვენ გვაქვს თავისუფლება და ყველა ტელევიზია, ყველა ჟურნალისტი, თქვენ არავინ არაფერს არ გიზღუდავთ და ამის ძალიან ბევრი ნათელი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, თუნდაც ბოლო დღეების სიუჟეტები, მე ვერ ვხედავ ამის პრობლემას, რომ საქართველოში ვინმე ვინმეს ზღუდავდეს. პირიქით, ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება“ - განაცხადა კახი კალაძე.


როგორც „რუსთავი 2“-ში აღნიშნავენ, სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი, ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში, დაახლოებით, 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი.


მიზანმიმართულ მოქმედებებს "რუსთავი2"- ზე თბილისის მერი გამორიცხავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031