გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში უხვი ნალექისგან დაგროვილი შლამისგან რამდენიმე სოფელი გაიწმინდა

7-05-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაცია"აქტიურად არის ჩართული სტიქიით გამოწვეულ სალიკვიდაციო სამუშაოებში.


თელავის, საგარეჯოს, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მესამე დღეა მძიმე ტექნიკა მუშაობს, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა მიმდებარე ტერიტორიები დატბორა.


სამდღიანი მუშაობის შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში უხვი ნალექისგან დაგროვილი შლამისგან გაიწმინდა ანთოკისხევი, ლაგოდეხში მოწესრიგდა სოფელ მაწიმის და ჭიაურის სავარგულები; სტიქიით გამოწვეული სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურსა და ფშაველში; ასევე, ყვარელში წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე დურუჯის მიმდებარე ტერიტორია გაიწმინდა და მოწესრიგდა.


ამ დროისთვის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია; მხოლოდ რამდენიმე ლოკაციაზე დაშრობითი სამუშაოები მიმდინარეობს.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031