გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სუს-ის მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს

7-05-2019

მალხაზ მაჩალიკაშვილის სუს-ის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერზე პირველ კომენტარს აკეთებს.


როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის მამა აცხადებს, მასსა და მის ძმისშვილს შორის მსგავსი შინაარსის საუბარი არ შემდგარა. ის სუს-ის მიერ გავრცელებულ მასალას "ფაბრიკაციას" უწოდებს.


მალხაზ მაჩალიკაშვილი არ ელოდება, რომ მას დააკავებენ, რადგან როგორც თავად ამბობს, მას არაფერი ჩაუდენია.


„აზრზე არ ვარ, გოგაშვილის მამა სად არის დაკრძალული, ან ვინ არის. ეგ ერთი და მეორე, მე რაც აქ ვდგავარ და იმას ვცდილობ, რომ კანონის ფარგლებით დავსაჯო, ვინც თემირლანთან არის დამნაშავე, ვინც თემირლანის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა, ამას ვიძახი თორემ. იქ მაჩხაანში რა მინდა. თუ მაგის სურვილი მქონდა და, თუ მაგის სურვილი მაქვს, როცა გოგაშვილი ცხოვრობს თბილისში. საერთოდ არ შემდგარა ეგ საუბარი ჩვენში. საერთოდ არ ყოფილა. ეგ არის რაღაც ფაბრიკაცია, ეგ არის რაღაც მონტაჟი. დასაკავებელი არაფერი არ მაქვს, რომ რამე ჩამედინა. წელიწადნახევარია, მე ქუჩაში ვარ“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აუდიო ჩანაწერი ცოტა ხნის წინ გაავრცელა.


სუსმა მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ტერორისტული აქტის ორგანიზების თაობაზე სპეციალური ბრიფინგზე ისაუბრა. მათ გამოაქვეყნეს აუდიო მასალაც, სამხილის სახით.



rustavi2.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031