გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი: სახელმწიფოს მხრიდან რაიმე სახის ანგარიშსწორება გამორიცხულია

7-05-2019

"ტერორიზმი ყველა ცივილიზებული საზოგადოების გამოწვევას წარმოადგენს. შესაბამისად, მსგავსი სახის ქმედებები ყველამ ერთად უნდა დავგმოთ და ასეთი ტიპის დანაშაულების წინააღმდეგ საზოგადოება უნდა გაერთიანდეს. მთავარია, რომ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. სახელმწიფო ორგანოებმა ძალიან კარგად იმუშავეს და თავიდან აირიდეს უმძიმესი დანაშაულის განხორციელება", – განაცხადა ოხანაშვილმა.


კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავება, ოხანაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება.


"ეს არის კონკრეტული ორგანოს პრეროგატივა, შესაბამისი საგამოძიებო ქმედებების განხორციელების შედეგად როგორ იმოქმედებს. ჩანაწერი ყველამ ვნახეთ, სადაც საუბარია კონკრეტულ საკითხებზე. ჩანაწერი იურიდიულად გადამოწმებას ექვემდებარება და ავთენტურობის საკითხი დაისმება, რაც საქმეს დაედება. რაც შეეხება რაიმე სახის ანგარიშსწორებას ხელისუფლების მხრიდან, ეს გამორიცხულია. საუბარია კონკრეტულ ფაქტებსა და ტერორისტული აქტის დაგეგმვაზე", – განაცხადა ოხანაშვილმა.


სუს-ის ინფორმაციით, გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031