გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომდგენლები ომის ვეტერანებს ოჯახებში ესტუმრნენ

9-05-2019

დღეს გურიის გუბერნატორის მოადგილემ, გია ებრალიძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ და სოციალური სამსახურის უფროსმა, თამარ ფირცხალაიშვილმა, ომის ვეტერანებთან, კარლო თავაძესა და გივი გალოგრესთან ერთად მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა მემორიალი ჩიბათში გვირგვინით შეამკეს.


შეკრებაზე იმყოფებოდნენ ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის ლანჩხუთის განყოფილების წარმომადგენლები, ადგილობრივი მაცხოვრებლები.

ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს ამ დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია წარუდგინეს.


გარდა ამისა, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოჯახებში ესტუმრნენ ომის ვეტერანებს: ვერა მეგრელაძესა და მიხეილ ფირცხალაიშვილს და გამარჯვების 74-ე წლისთავი მიულოცეს, ჯანმრთელობა უსურვეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.


მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ოთხ ლანჩხუთელ ვეტერანს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფულადი თანხა, 300-300 ლარი პირად ანგარიშზე ჩაურიცხა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031