გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სტიქია აღმოსავლეთში - ძლიერმა წვიმამ თელავი, ახმეტა, თუშეთი, ყვარელი, კასპი დააზარალა

11-05-2019

ძლიერმა წვიმებმა უმეტესად კახეთის რეგიონი დააზარალა. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მდინარეების ადიდების შედეგად დაზიანდა მოსახლეობის კუთვნილი სახნავ-სათესი მიწები, სასოფლო სამეურნეო ნარგავები და ვენახები.


თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების, ფშაველისა და ლალისყურის დამაკავშირებელ ხიდთან ადიდებულმა მდინარე სტორმა დამბა დაანგრია. მოსახლეობას წყალი არ მიეწონდება.


თელავსა და ახმეტაში მთის ზოლის გასწვრივ მდებარე სოფლებში არსებული გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ყველა შესაბამისი სამსახური და მძიმე ტექნიკა.


ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო კასპში. სტიქიამ ნარგავები და ვაზი დააზიანა.


ყვარელში მდინარე დურუჯი ადიდდა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა.


გადაუღებელი წვიმის შედეგად გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი გზა წელს უკვე მეორედ დაიტბორა.


გუშინ, უხვი ნალექისა და მეწყრის გამო ფშაველი-აბანო-ომალოსა და ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზებზე მოძრაობა შეზღუდული იყო.


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები უმეტეს დაზარალებულ ადგილზე მუშაობენ.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930