გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პირველი არხი ზუგდიდის მერობის კანდიდატებს დებატებში მონაწილეობისთვის იწვევს

11-05-2019

"პირველი არხი" მომავალ მერობის არჩევნებთან დაკავშირებით, ზუგდიდის მერობის კანდიდატებს, გეგა შენგელიასა და სანდრა რულოვსს დებატებისთვის სატელევიზიო ეთერის დათმობას სთავაზობს.

ამის შესახებ ტელევიზია განცხადებას ავრცელებს:

"მიმდინარე საარჩევნო პერიოდში საქართველოს პირველი არხი მუდმივად უთმობს დროს არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს.

დეპუტატობის კანდიდატებს შორის სამჯერ გაიმართა დებატები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 14-მა კანდიდატმა, „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში კი ათ-ათი წუთი დაეთმო 15 კანდიდატს.

არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს მომავალშიც ყოველდღიურად დაეთმობათ დრო „მოამბის“ მთავარ გამოშვებებში.

ამასთანავე, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პირველი არხი კიდევ ერთხელ იწვევს დებატებში მონაწილეობისთვის ზუგდიდის მერობის კანდიდატებს და პასუხისმგებლობას იღებს, რომ დებატები ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, მიუკერძოებელ გარემოში, სადაც კანდიდატებს საშუალება ექნებათ თანაბარ პირობებში გააცნონ საკუთარი პოზიცია ამომრჩევლებს.

იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნებამდე ერთი კვირა რჩება, საქართველოს პირველი არხი სთხოვს ზუგდიდის მერობის კანდიდატებს, უახლოეს ორ დღეში გვაცნობონ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, რათა დროულად შევძლოთ გადაცემის დაგეგმვა და დებატების თარიღის და ფორმატის შეთანხმება მონაწილეებთან" - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031